მომსახურება

Agrow Agriculture Tbilisi Georgia არის შესაძლებლობა დააკავშიროთ თქვენი სპეციფიკური საჭიროებები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მრავალწლიან აგრონომიულ ცოდნასა და გამოცდილებასთან, სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციასთან და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებთან. ჩვენ შევიმუშავეთ პროცესები, რომელიც აერთიანებს აგრობიზნესის წარმატებული განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ელემენტებს. თქვენი პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, გვაქვს გამოცდილება, გაგიწიოთ სრული მომსახურება, დაგეგმვიდან დაწყებული ბაზარზე გასვლით დამთავრებული.

კვალიფიკაციური აგრონომიული მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის შეფასება და პროექტის დაგეგმვა; პროექტის მენეჯმენტი; დახმარება და კონსულტაცია კულტივაციის საკითხებში; სოფლის მეურნეობის სფეროში სასწავლო პროგრამები და სემინარები; დახმარება კულტივაციასა და მეცხოველეობაში; უშუალო კონტაქტები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან; აღჭურვილობის/სისტემების შესყიდვა; შეფასება; ტრანსპორტირებისა და მიწოდების ლოჯისტიკა; კონტაქტები Produce Packing & Market Distribution-სთან; პროფესიონალური სასოფლო-სამეურნეო ტურები

კონსულტაცია მოსავალთან დაკავშირებით

მათ შეუძლიათ დაგეხმარონ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და თქვენთან ერთად იმუშაონ შემდეგ ნაბიჯებზე, რათა გახადოთ თქვენი მეურნეობა უფრო მომგებიანი. ჩვენი ორგანიზაციის დამოუკიდებელი სტრუქტურა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვყიდით სასოფლო-სამეურნეო დანადგარებს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია შევისწავლოთ თქვენი მეურნეობა და შევიმუშავოთ გეგმა თქვენი წინსვლისთვის.

სრულყოფილი, ინდივიდუალური გეგმა

ნიადაგის ნიმუშების ანალიზი და კარგი რუქები წარმოადგენს საფუძველს კარგი გეგმის შესამუშავებლად, ამიტომ ესენია გეგმის პირველი კომპონენტები, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ. ფერმაზე მუშაობისას ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას როტაციის გეგმის, მავნებლების კონტროლის, სასუქის გამოყენებისა და არსებული საჭიროებებისა და/ან შესაძლებლობების შესახებ. შედეგი არის გეგმა, რომელიც მოიცავს ჩვენს დამოუკიდებელ რეკომენდაციებს ფერმის სპეციფიკურ საჭიროებებზე დაყრდნობით. მოყვება პროფესიონალურად შემუშავებული რუქების ნაკრები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს გუნდს მკაფიო კომუნიკაციაში მოსავლის სეზონის განმავლობაში.

თქვენი მოსავლის მზარდი ღირებულება და მათი მოყვანის გაზრდილი ხარჯები ყოველ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს შესანიშნავი დროა თქვენი ბიზნესის სასოფლო-სამეურნეო ნაწილის შესაფასებლად და იყავით დარწმუნებული, რომ ერთი დოლარის ჩადება საკვებ ნივთიერებაში მოგიტანთ ყველაზე მეტ შემოსავალს მოსავლის აღების დროს.

საველე აგრონომია

ჩვენი აგრონომების გუნდის გამოყენებით, თქვენ გაქვთ წვდომა დამოუკიდებელ რესურსზე, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ შესაძლებლობები და მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები თქვენი სასოფლო-სამეურნეო მიზნების მისაღწევად. ჩვენ შევისწავლით სადრენაჟო სისტემას, ნიადაგის დამუშავების პრაქტიკას, კულტურის ჯიშებს, მავნებლებსა და მცენარეთა დაავადებებს და ნებისმიერ სხვა ფაქტორს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსავლიანობაზე ან შეაფერხოს აზოტის ოპტიმალური გამოყენება.

SWITCH THE LANGUAGE