წყალგამშხეფი
წყალგამშხეფი (ასევე ცნობილია, როგორც სპრინკლერი ან უბრალოდ საშხეფებელი) არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების, გაზონების, გოლფის მოედნებისა და სხვა ტერიტორიების მოსარწყავად. ისინი ასევე გამოიყენება გაგრილებისა და ატმოსფერული მტვრის გაკონტროლების მიზნით. [საჭიროებს წყაროს მითითებას] სპრინკლერირიგაცია გულისხმობს წყლის მიწოდებას კონტროლირებადი გზით, წვიმის მსგავსად. წყალი ნაწილდება ქსელის მეშვეობით, რომელიც შედგება ტუმბოების, სარქველების, მილებისა და სპრინკლერებისგან.