წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ წვეთოვან მორწყვას, გულისხმობს დაბალი წნევის ქვეშ (2-20 ლიტრი /საათში) წყლის წვეთოვანი გზით მიწოდებას მცირე დიამეტრის პლასტმასის მილების სისტემიდან, რომელიც მიერთებულია გამომშვებ მილებთან, რომლებსაც ეწოდება ემიტერები ან საწვეთურები. წყალი მიეწოდება მცენარეების ზუსტად იმ ზონას, სადაც ფესვებია განლაგებული (სურათი 60), განსხვავებით ზედაპირის მორწყვისა და სპრინკლერირიგაციისგან, რაც გულისხმობს ნიადაგის მთლიანი პროფილის დატენიანებას. წვეთოვანი ირიგაციის დროს, მცენარეები სხვა მეთოდებთან შედარებით უფრო ხშირად ირწყვება(ჩვეულებრივ, ყოველ 1-3 დღეში), რაც უზრუნველყოფს ნიადაგის ტენიანობის ძალიან ხელსაყრელ მაღალ დონეს, რა პირობებშიც მცენარეები ყვავიან.
*ლაბირინთული წვეთოვანი ტექნიკა *შიდა გაფილტრული წვეთოვანი ტექნიკა *მაღალი ქიმიური მედეგობა. * თანაბარი მორწყვა “PERFECT” დონეზე (თანაბარი მორწყვა “EXCELLENT” დონეზე). * შესაბამისი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტების საფუძველზე, ჩვენი მრგვალი წვეთოვანი სარწყავი მილების შესრულების დისპროპორციის კოეფიციენტია Vm = 0,0249, და ეს მნიშვნელობა შედის”EXCELLENT” ფარგლებში ASABE ((ამერიკის სოფლის მეურნეობისა და ბიოინჟინრების საზოგადოება) სტანდარტების მიხედვით.