სათბურის აღჭურვილობა

ჩვენ ვახორციელებთ სათბურების პროექტირებასა და კონფიგურაციას სხვადასხვა სტრუქტურის, საფარის, ავტომატური სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენებით, მოთხოვნის შესაბამისად. კულტურები შეიძლება იყოს მყიფე და ადამიანების მსგავსად კარგად რეაგირებენ კარგ პირობებზე.

სათბური (ასევე უწოდებენ ორანჟერეას ) არის ნაგებობა, რომლის კედლები და სახურავი დამზადებულია ძირითადად გამჭვირვალე მასალისგან, როგორიცაა მინა, სადაც იზრდება მცენარეები, რომლებიც საჭიროებენ რეგულირებად კლიმატურ პირობებს.აღნიშნული ნაგებობების ზომები მერყეობს მცირე ზომის ფარდულებიდან სამრეწველო ზომის შენობებამდე. მცირე ზომის სათბური ცნობილია როგორც ცივი სათბური. მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფი სათბურის შიდა ნაწილი საგრძნობლად თბება, გარე ტემპერატურასთან შედარებით, რაც იცავს მცენარეებს ცივ ამინდში. ბევრი კომერციული მინის სათბური ან ორანჟერეა არის მაღალტექნოლოგიური წარმოების ობიექტი ბოსტნეულის, ყვავილების ან ხილის მოსაყვანად. მინის სათბურები აღჭურვილია საკვლევი დანადგარებით, გათბობის, გაგრილების, განათების სისტემებით და მათი კონტროლი შესაძლებელია კომპიუტერით მცენარის ზრდის პირობების ოპტიმიზაციისთვის. სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება სათბურების ოპტიმალურობისა და კომფორტის ხარისხის შესაფასებლად, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა და ორთქლის წნევის დეფიციტი, რათა შემცირდეს წარმოების რისკი კონკრეტული კულტურის გაშენებამდე.

სასათბურე კონსტრუქციები

სხვადასხვა ლოკაცია, კლიმატი და კულტურები მოითხოვს სხვადასხვა სასათბურე კონსტრუქციებს, რათა თქვენი მცენარეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს საჭირო პირობები და დაცვა. თქვენი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის ეტაპზე, ჩვენ ვიმუშავებთ ქვენთან ერთად, რომ შევიმუშავოთ შესაბამისი სასათბურე კონსტრუქცია თქვენი მიზნების შესაბამისად.

პოლიეთილენით გადახურული სათბურები და გრძელი კვალსათბურები
პოლიეთილენის სათბურები და კვალსათბურები შესანიშნავი სასათბურე კონსტრუქციებია ბოსტნეულისა და ყვავილების სანერგე მეურნეობისა და კომერციული წარმოებისთვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ისინი განსაკუთრებით კარგია ცხელ და ტენიან ადგილებში.

ჩვენი ინოვაციური პოლიეთილენის (PE) სათბურები არის მყარი და გამძლე სასათბურე კონსტრუქციები. ხელმისაწვდომია პოლიეთილენის სათბურის კონსტრუქციების ფართო ასორტიმენტი და ჩვენ დაგეხმარებით აირჩიოთ საუკეთესო და რენტაბელური გადაწყვეტა კლიმატური პირობების შესაბამისად.

პოლიეთილენის სათბურებისა და გრძელი კვალსათბურების კონსტრუქციები სწრაფად და მარტივად მონტაჟდება და უძლებს ძლიერ ქარსა და უხვმოსავლიანობით გამოწვეულ დატვირთვას. სასათბურე მეურნეობები შეიძლება მოეწყოს 0,5 ჰა-დან 30 ჰა-მდე ფართობზე. სათბურებთან დაკავშირებით დაუკავშირდით Agrow Agriculture-ს საქართველოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი და ა.შ.).
 

 

SWITCH THE LANGUAGE